გახსნის საღამო, როგორც ყოველთვის, ზედმეტი პომპეზურობის გარეშე ჩატარდა.
დავით კოპალეიშვილის ორი ანიმაციური ფილმი–წინადადებისა („მკვდარი ქალაქი“ და „ნათურა“) და ორგანიზატორების საქმიანი წარდგინება–მხარდამჭერებისადმი მადლობების შემდეგ ა.სოკუროვის ახალი გერმანულ ენაზე და გერმანული ძალებით გადაღებული რუსული ფილმი „ფაუსტი“ აჩვენეს.
ფილმმა უკვე მოასწრო 2011 წლის ვენეციის ფესტივალის მთავარი პრიზის „ოქროს ლომის“ დასაკუთრება, მაგრამ თბილისელ მაყურებელზე ამან, როგორც ეტყობა, დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, რადგან ფილმის დაწყებიდან საკმაოდ მალე, ვესტიბულში ხალხის დაახლოებით ისეთივე რაოდენობა შეინიშნებოდა, რამდენიც ფილმის დაწყების წინ. მიზეზი ბევრგან შეიძლება ვეძიოთ: ერთი, რომ გახსნაზე დაპატიჟებული საზოგადოება ნაკლებად არის რთული ფილმების აღსაქმელად განწყობილი; მით უმეტეს, თუ ეს რთული ფილმი სუბტიტრებით მიდის და მით უმეტეს მაშინ, როცა სუბტიტრების გამოსახულებაზე მიბმაც თავად მაყურებელს ეკისრება.
No comments:
Post a Comment