პანდემიის გამო გადავადებული რიგით მეოთხე კინოფორუმი ბაკურიანში მაინც შედგა.
არა მარტო შედგა, არამედ წარმატებულიც გამოდგა;
წარმატებული, უპირველეს ყოვლისა, ხარისხობრივად - ფორუმზე არ ყოფილა უპირობოდ ცუდი
ფილმი.
ჩემთვის, როგორც ქართული დოკუმენტური კინოს გულშემატკივრისთვის,
განსაკუთრებით სასიხარულო იყო, რომ ის კვლავ
ინარჩუნებს მაღალ თამასას. ფორუმზე ჩვენ ვნახეთ სხვადასხვა ჟანრში, სხვადასხვა ხელწერით
შესრულებული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები, რომელთა ავტორებს შორის იყვნენ სხვადასხვა
თაობის, სხვადასხვა პროფესიული თუ ცხოვრებისეული
გამოცდილების მქონე ადამიანები და თითოეულის მიერ წარმოდგენილი რეალობა, შეიძლება ზოგჯერ
ხარვეზიანი, ზოგჯერ - პროფესიული შეცდომებით, მაგრამ ყოველ ჯერზე „არაგულგრილი“ და
საინტერესო იყო.
არანაკლებ საინტერესო
იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა - სულ ხუთი ფილმი. სასიამოვნოა, რომ ეს არ იყო
ფილმები უბრალოდ მოკლე, ლოკალური, თუნდაც ეფექტური ამბებით.
კინოსურათების უმეტესობა გამოირჩეოდა კონკრეტული ამბის გარეთ, რეალობაში განფენის ველით.
რაც ეხება მხატვრულ სრულმეტრაჟიან ფილმებს, ის სულ ოთხი
იყო, თუმცა შეიძლება ყოფილიყო მეტიც: ზოგი
უკვე ფესტივალებზეა, ზოგს - რამდენიმე დღე დააკლდა დასრულებამდე, ზოგიც...
პროგრამის უპირობო ფავორიტად ფორუმმა სანდრო კობერიძის
ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“ აღიარა, თუმცა მე, პირადად, მისი თაყვანისმცემლების
რიგებში ვერ ჩავეწერე.
ქართული კინოს ფორუმის მონაწილე ფილმებია:
1.
“ანტონი”
(რეჟისორი ზაზა ურუშაძე)
2.
“დასაწყისი”
(რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი)
3.
“გვიანი
შემოდგომა” (რეჟისორი გია ბარაბაძე)
4.
“რას ვხედავთ
როდესაც ცას ვუყურებთ” (რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე)
5.
“ნათლობა
იორდანეში” (რეჟისორი მიხო კვირიკაძე)
6.
“პაპანაქება”
(რეჟისორი თორნიკე გოგრიჭიანი)
7.
“გუშაგები”
(რეჟისორი სანდრო სულაძე)
8.
“სასტუმრო
მირაჟი” ( რეჟისორი გურამ ბაქრაძე)
9.
“ბოდიში
დაგვიანებისთვის” (რეჟისორი ლუკა ბერაძე)
10. “მოთვინიერება” (რეჟისორი სალომე ჯაში)
11. “წყალს არ აქვს საზღვრები” (რეჟისორი მარადია
ცაავა)
12. „როგორი
იყო ოთახი“ (რეჟისორი ქეთი კაპანაძე)
13. “მზიური” (რეჟისორი ქეთი მაჭავარიანი)
14. “ხელოსანი თუ ხელოვანი” (რეჟისორი გიორგი ცხვედიანი)
15. “მშთ -15, ბედნიერების ანგელოზი” (რეჟისორი ვახო კუნცევ
– გაბაშვილი)
16. “რესპუბლიკა” (რეჟისორები ხვიჩა ემირიძე, თინათინ
ემირიძე)
17. “მკვდარი სულების არდადეგები” (რეჟისორი კეკო
ჭელიძე)
მე კი შეგნებულად
ავუარე გვერდი მათ ჩამოთვლას და ორიოდ სიტყვით „შეხებას“ - თითოეული მათგანი პერსონალურ რეცენზიას იმსახურებს.
P.S. ფოტოზე (ჩემს მიერ) ფორუმის თილისმად აღიარებული კეთილშობილი
„სამურაია“, როგორც ყოველთვის, თაყვანისმცემლების გარემოცვაში.