Saturday, October 24, 2015

დოკუმენტური მასალა You Tube-ის ეპოქაში



დოკუმენტური კინო თავისი მოწოდებით, მაქსიმალური სიზუსტით დააფიქსიროს რეალობა, ყოველთვის მჭიდროდ იყო დაკავშირებული ტექნიკის განვითარებასთან და მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული ტექნოლოგიურ ინოვაციებზე. მაგრამ თუ  ბოლო ათწლეულებამდე ტექნიკური  მიღწევები ცვლიდა დოკუმენტური კინოს მუშაობის პირობებს, გავლენას ახდენდა მის მეთოდებზე და, შესაბამისად ესთეტიკაზეც, ელექტრონული ტექნოლოგიების დამკვიდრებამ და ელექტრონული მედიასაშუალებების გამოჩენამ სრულიად სხვა მასშტაბის გამოწვევების წინაშე დააყენა დოკუმენტური კინოხელოვნება, ძირეულად შეცვალა რა მისი არსებობის და აუდიტორიასთან ურთიერთობის წესი.   ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ თანამედროვე  მსოფლიო თითქოს რეალობის მყისიერი დაფიქსირების მანიამ შეიპყროთითქოს დღევანდელი დღის დევიზი  გახდა: არც ერთი წამი დოკუმენტურად დაფიქსირებული ვიზუალური მასალის გარეშე! ყოველი სიტყვა, გამოსვლა, მოქმედება, თავშეყრასაზოგადოებრივი იქნება ეს თუ პრივატული _ აღიბეჭდება და საზოგადოებრივ სივრცეში ვრცელდება. გავრცელების არეალი შეიძლება სხვადასხვა იყოს _ დაწყებული ოჯახური წრიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით დამთავრებული, მაგრამ მთავარია, რომ მასზე მოთხოვნილება არსებობს. მკვლევარები   ამბობენ, რომ  Homo Sapiens-ის (მოაზროვნე ადამიანი) ნაცვლად დღეს  მივიღეთ Homo Shooting (ადამიანი, რომელიც იღებს).
შესაბამისად, შეიძლება ითქვას, ჩვენ დოკუმენტალიზმის ხანაში ვცხოვრობთ, რადგან რა არის დოკუმენტალიზმი, თუ არა მისწრაფება მაქსიმალურად მიუახლოვდეს რეალობას, მაქსიმალური სიზუსტით დააფიქსიროს ცხოვრებისეული მოვლენები თავის ბუნებრივ გამოვლინებაში.
   დღევანდელი ციფრული კამერები საშუალებას იძლევა მივიღოთ მაღალი ხარისხის გამოსახულება  სინქრონული ხმითეს კამერები კომპაქტურია და ამასთან, მათი გარჩევა სამოყვარულო კამერებისგან თითქმის შეუძლებელია. ამდენად, მათ შეუძლიათ შეაღწიონ იქ, სადაც შეიძლება არ დაუშვან პროფესიული ჯგუფი მრავალრიცხოვანი აპარატურით, მის წინაშე გაცილებით კომფორტულად გრძნობენ თავს გადაღების ობიექტებიც, კამერა ძალიან მალე ხდებაჩვეულიდა  “შეუმჩნეველი”.  ამან არა მარტო მნიშვნელოვნად გააიაფა დოკუმენტული კინოს წარმოება, არამედ არსებითად შეცვალა მისადმი  მიდგომაც. ის ხელმისაწვდომი გახდა არა მარტო დამოუკიდებელი, მცირე სტუდიებისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვისაც,   ვისთვისაც კინო პროფესიას არ წარმოადგენს.
უფრო მეტიც, დღეს გადაღებისთვის სულაც აღარ არის საჭირო კინო ან ვიდეოკამერა. მოძრავი ობიექტების გადასაღები ფუნქციით ჯერ ფოტოაპარატები აღიჭურვა, შემდეგ კი ისეთი ყოველწუთიერი მოხმარების საგანიც, როგორიც მობილური ტელეფონია. თანამედროვე ადამიანი ხომ ისეთ უხერხულობას გრძნობს სახლში ტელეფონის დარჩენისას, რომელიც       ქუჩაში ჩაუცმელად გასვლის დისკომფორტს თუ შეიძლება შევადაროთ.
  ვიღებთ არა მხოლოდ ჩვენ, თავად ჩვენც გვიღებენ. ალბათ ჭეშმარიტებისგან არც ისე შორს ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ გადავაბიჯებთ თუ არა საკუთარი ბინის ზღურბლს, ძალიან დიდი ალბათობით ვინმეს ობიექტივში მაინც ვხვდები და დაფიქსირებული ვიზუალური მასალის ნაწილად ვიქცევი. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი  ფოტო თუ კინომოყვარულის ობიექტივი, ან სათვალთვალო კამერები, რომლითაც უხვად არის აღჭურვილი თანამედროვე ქალაქების გარე თუ შიდა სივრცეები. საკმაოდ ახალი მაგალითი: ცნობილი ავტომრბოლელის მიხაელ შუმახერის მიერ თხილამურებზე სრიალისას მიღებული ტრავმის შემდეგ რამდენიმე დღეში გამოჩნდა ტელეფონით გადაღებული სამოყვარულო ვიდეო, რომლის ავტორიც ირწმუნებოდა, რომ მასში ჩანს შუმახერის დაცემის მომენტიც.
ინტერნეტსივრცე წალეკა გამიზნულად თუ შემთხვევით დაფიქსირებულმა  საყოფაცხოვრებო, სახალისო თუ ექსტრემალური მომენტების სამოყვარულო ჩანაწერებმაყველაზე ცნობილი ვიდეოჰოსტინგის პლატფორმის  You Tube-ის გარეშე დღეს წარმოუდგენელია მსოფლიო ქსელი, არადა, პირველი ვიდეო მასზე მხოლოდ 2005 წლის მაისში აიტვირთა (ტესტირების რეჟიმში).
 სულ რაღაც შვიდ წელიწადში You Tube-ის მოხმარების ზრდა ზვავის ეფექტს ჰგავს:  2007 წელს ყოველ წუთში იტვირთებოდა 6 საათის ხანგრძლივობის ვიდეო, 2010 წელს ეს რიცხვი ჯერ 24 საათამდე გაიზარდა, შემდეგ 35-მდე, შემდეგ 48 საათამდე, 2011 წელს – 60 საათზე მეტი ვიდეოდღეისთვის კი ეს რიცხვი უკვე 100 საათს უტოლდება. ამასთან ყოველ თვეში You Tube- სტუმრობს მილიარდზე მეტი უნიკალური მომხმარებელი, რომელიც უყურებს 6 მილიარდი  საათის ხანგრძლივობის ვიდეოს (რაც ნიშნავს, რომ დედამიწის თითოეულ მაცხოვრებელზე მოდის ერთი საათი ვიდეონახვა).  მის მონაცემთა ბაზაში 25 მილიონზე მეტი ციფრული ანაბეჭდი ინახება. და მათი ძალიან დიდი პროცენტი .. დოკუმენტური ვიდეო და დოკუმენტური ფოტოა.
  დოკუმენტური მასალის ნაკადი იმდენად წყალუხვი  გახდა, რომ მისი პროფესიული ნიშნით დახარისხებაგამორჩევა და შეფასება შეუდარებლად გაძნელდა და შეუძლებელიც კი გახდა. დღევანდელი მაყურებელი თვითონ იღებს, თვითონ ავრცელებს და თვითონვე აფასებს გადაღებულის ხარისხს და ღირებულებას, რაც მოწონებათა და ნახვის სტატისტიკაში აისახება.
თუმცა აქვე შეინიშნება უცნაური ფენომენიდოკუმენტური მასალის მოცულობის ზრდასთან ერთად, დოკუმენტური მასალის მოპოვების ტექნოლოგიური მეთოდების  განვითარებისა და დახვეწის პარალელურად, სულ უფრო მცირდება რწმენა მასალის ავთენტურობაშიგასაგებია, როცა ეს ეჭვი ჩნდება ისეთი მასალების მიმართ, როგორიც არის ისრაელში ტურისტების მიერ ტელეფონით თითქოს შემთხვევით გადაღებული ქალთევზა ან ტყეში ასევე შემთხვევით დაფიქსირებული მფრინავი გოგონა, მაგრამ არადამაჯერებლად გამოიყურება სრულიად უწყინარი მასალებიც, მაგალითად, .. სახალისო ვიდეოები ყოფითი მარცხებით, სასაცილო მოულოდნელობებით და .. სამოყვარულო გადაღების, ყოფითი სიტუაციების და არასამსახიობო შესრულების მიუხედავად (ხერხები, რომლებსაც მხატვრული კინოც კი იმისთვის იყენებს, რომ შექმნას რეალობის შეგრძნება და გააძლიეროს მასალის დამაჯერებლობა), ხშირად ძნელია თავიდან მოიშორო სიყალბის, წინასწარ დადგმულის განცდა.  
  ვიღებთ პარადოქსულ სიტუაციას, როცა მაღალტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში, რეალობის დაფიქსირების საშუალებების უკიდურესად დახვეწისხელმისაწვდომობის გაზრდისა და მათი შესაძლებლობების უსაზღვროდ გაფართოების პირობებში, რეალობა კიდევ უფრო ბუნდოვანი, დაუჯერებელი და ხშირად მისტიკურიც კი გახდა. ზღვარი რეალურსა და ვირტუალურ სამყაროებს შორის სულ უფრო მყიფე და ამოუცნობი ხდება.
მაყურებელი მარტო რჩება  მუდმივი  კითხვის პირისპირ: რა არის მის წინაშეგათამაშება, გაყალბება, შეცვლილი რეალობა თუ ობიექტური რეალობა. და რაც მთავარია, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ყოფით პირობებში შეუძლებელიაშეუძლებელია  ყოველმა ინტერნეტმომხმარებელმა, რომელიც დღეში რამდენიმე ათეულ ასეთ ვიდეოსამუშავებს”, თითოეული მკაცრ ტექნოლოგიურ ექსპერტიზაზე გაატაროს, ეძებოს  პირველწყაროები, მისი სანდოობა და .. და რაც კიდევ უფრო მთავარი და შემაშფოთებელია, ხშირად ეს კითხვაც არ ჩნდება.
გამოსავალი?
ჩვენ ვასწავლით ბავშვებს წერა-კითხვას, უცხოურ ენებს; ვცდილობთ ვასწავლოთ მუსიკის, სახვითი ხელოვნების, თეატრის, უფრო იშვიათად კინოს ენაც; მაგრამ აზრადაც არ მოგვდის ვასწავლოთ ენა, რომელზეც გვესაუბრება მედია, განსაკუთრებით ელექტრონული მედია, რომელიც დღეს ჩვენს ირგვლივ არსებული რეალობის მთავარი რეპრეზენტატორია. ბოთლიდან ერთხელ ამოშვებული ჯინის უკან ჩაბრუნება შეუძლებელია, რჩება ერთადერთი გზა - ვისწავლოთ მისი მართვა.
filmprint N16 ზაფხული, 2015  

No comments: